თანამედროვე საოცრებები

პეტრა


პეტრა ორი მთავარი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე მდებარეობდა. სანაპიროსთან. სპარსეთის ყურიდან მომავალი ქარავნები კვირები უძლებდნენ უდაბნოს მკაცრ პირობებს, სანამ სიკის კანიონამდე და შემდეგ სანატრელ პეტრამდე არ მიაღწევდნენ, საკვებს, ჭერსა და სასმელ წყალს არ ეღირსებოდნენ.

ყოველწიურად პეტრაში წვიმის ნალექი 15 სანტიმეტრს არ აჭარბებს. წყლის მოსაპოვებლად ადგილობრივები არხებსა და წყალსაცავებს პირდაპირ კლდეში გამოკვეთდნენ. დროთა განმავლობაში წვიმის ყველა წვეთი გროვდებოდა და ინახებოდა. ამ წყლის წყალობით პეტრელები მოსავალს იღებდნენ და აქლემებსაც ინახავდნენ. ამასთან, მათ ქალაქის აშენებაც შეძლესსავაჭრო ცენტრის. ქვის არხებში დღესაც წყალი მიედინება.

ასობით წლის მანძილზე ვაჭრობას დიდი მოგება და სიმდიდრე მოჰქონდა პეტრასთვის. მაგრამ, როდესაც რომაელებმა აღმოსავლეთისკენ საზღვაო გზები აღმოაჩინეს,სანელებლებით სახმელეთო ვაჭრობა ჩაკვდა და პეტრა თანდათან ქვიშაში ჩაიკარგა.

პეტრას ნაგებობები სხვადასხვა ეპოქაში აშენდა. ახ. . მე-12 საუკუნეში მისი მფლობელები რომაელები იყვნენ. ახალი დროის ევროპელებიდან პეტრა პირველად ინკოგნიტოდ მოგზაურმა შვეიცარიელმა იოჰან ლუდვიგ ურკჰარდტმა ნახა. ანტიკური თეატრის გვერდით აქ უდემეელების ეპოქის შენობას ნახავთ.

პეტრას მაცხოვრებლები ფლობდნენ ქვაზე მუშაობის ოსტატები იყვნენ. თვითონ სახელიპეტრაც“, კლდეს რომ ნიშნავს, ქვას უკავშირდება. ცნობილი კლდოვანი ტაძარი-მავზოლეუმი ელჰაზნე „ფარაონის საგანძური“, როგორც მას არაბები უწოდებენ, II საუკუნეში შეიქმნაშესაძლოა, იმპერატორ ადრიანეს სირიაში ვიზიტის შემდეგ. ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ჯერ კიდევ არაა დადგენილი.

დღესდღეობით პეტრას სანახავად იორდანიასყოველწიურად ნახევარ მილიონამდე ტურისტისტუმრობს. როცა ტურისტები სიკის ერთკილომეტრიანგრილ კანიონს გადიან, მოსახვევში თვალწინ „საგანძური“იშლება — დიდებული შენობა ფასადით, რომელიცუზარმაზარი კლდისგან არის გამოკვეთილი. ეს ნაგებობაპირველი საუკუნისაა. მას აგვირგვინებს ქვის ურნა,რომელშიც თითქოს ოქროსა და ძვირფას ქვებს ინახავენ.კანიონი თანდათან ფართოვდება და ტურისტებიბუნებრივ ამფითეატრში ხვდებიან, რომლის ქვიშისკედლებში უამრავი გამოქვაბულია. მაგრამ მთავარი, რაცთვალში გხვდება, კლდეში გამოკვეთილი სამარხებია.კოლონადა და ამფითეატრი I და II საუკუნეებში ქალაქშირომაელების ბატონობას მოწმობენ.

2007 წლის 7 ივლისს პეტრა მსოფლიოს ახალი შვიდისაოცრებიდან ერთ-ერთი გახდა.

Wednesday, November 27, 2013


No comments:

Post a Comment